ახალციხეში 100 ჰა მიწის ფართობი უკვე დამუშავებულია

დღეის მდგომარეობით, ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხვნის სამუშაოებს შპს მექანიზატორის ტექნიკა ასრულებს.

სამინისტროს ცნობით, საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში 51 ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში,ეს ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს

მსგავსი სიახლეები