კალაძე: მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასი არ გაიზრდება

791

მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა. კალაძს მოსაზრებით, მემანქანეებს საკმარისი ხელფასი აქვთ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ – დაახლოებით, 1200, 1300, 1400, 1500 ლარი, გააჩნია მემანქანეს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ხელფასების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, თუნდაც ბაღების მიმართულებით. ადამიანები დღე და ღამე მუშაობენ, აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობები და ხელფასი 300-400 ლარი აქვთ, დირექტორებს – 800 ლარი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეებს, საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, თუმცა მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკის და ქალაქის განვითარებასთან ერთად, ხელფასის მატება გონივრულობის ფარგლებში უნდა იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

2 აპრილს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა საათობრივი ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს და აქცია გამართეს.