ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში პარკირება ფასიანი იქნება

1167

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში პარკირება ფასიანი იქნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

თამარ მეფის ხიდის  მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ტერიტორია ეწყობა. ჯერ მერიას მომსახურების საფასური განსაზღვრული არ აქვს თუმცა, როგორც ამბობენ, შემოსავლებიდან მიღებული თანხა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.

ასევე, ფასიანი გახდება პარკინგი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სამუშაოებისთვის ტენდერი 24 ათას ლარზე გამოცხადდა.