გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება

1297

გურჯაანში ავტომობილების სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები ზაფხულში დამონტაჟდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, 84 რადარის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება.

არჩილ ხანდამაშვილის თქმით, რადარები დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების მძროლებს, რომლებიც დაჯარიმდებიან.
„ზაფხულში ქალაქში განთავსდება კამერები და რადარები, რომელიც დააფიქსირებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს. ჩემი აზრით, ეს საგრძნობლად გადაჭრის ამ პრობლემას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს პროცედურული სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის. რადარები განთავსდება ცენტრალურ მაგისტრალზე“, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.