თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

ცვლილებები გულისხმობს ტენდერების გზით გამოთავისუფლებული 5 300 000 ლარის სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილებას.

როგორც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განმარტა, აღნიშნული თანხები მოხმარდება საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის პრემიების ჩარიცხვას, ასევე ბაღებსა და სკვერებში ვიდეო კამერების დამონტაჟებას, სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციას და სხვა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ აღნიშნული თანხები მთლიანად სარეკლამო მიმართულებით დაიხარჯება, ზარქუა უარყოფს და აცხადებს, რომ რეკლამებისთვის მხოლოდ 600 000 ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები