ნაციონალები ხულოს მერიას შშმ პირებისთვის დამატებით 100 ლარის გამოყოფას სთხოვენ

194

ნაციონალური მოძრაობის ხულოს რაიონული ორგანიზაცია ხულოს მერიას მერიისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მიზნობრივი პროგრამიდან 100 ლარის დამატებას მოითხოვენ. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი ჯორბენაძის თქმით, აღნიშნული თანხით ბენეფიციარები, მომვლელს აიყვანენ, რომელიც მათ გადაადგილებაში დაეხმარება.

ნაციონალების განცხადებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში გამოეხმაურნენ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საკითხი უფრო მასშტაბურია. ბულბული აბაშიძის თქმით, საკითხი კიდევ ერთხელ გადაიხედება, ხელახლა შეისწავლიან და ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს.