გორის საკრებულომ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით 3 ნორმატიული აქტი დაამტკიცა

გორის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის ფარგლებში, შემუშავებული სამი ნორმატიული აქტი დაამტკიცა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის განმარტებით, ეს ნორმები ძირითადად, საბავშვო ბაღების თანამშრომლების ეთიკას, დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ სტანდარტებს ეხება.

“ეს ნორმატიული აქტები აზუსტებს შესაბამისი პოზიციის კვალიფიკაციას, მათ ფუნქციურ დატვირთვას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მიღება. ჩვენ გვაქვს სამუშაო ჯგუფი, რომელიც აგრძელებს მუშაობას. ჩვენი მიზანია, საბავშვო ბაღების განვითარება და სწავლის ხარისხის გაზდა”, – ამბობს ნინო ბერიანიძე.

სამომავლოდ, კიდევ ორი ნორმატიული აქტის მიღება იგეგმება. რომლებსაც ავტორიზაციის პროცესის დაწყებისთანავე, განსახილველად საკრებულოში გადაგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი პირი სხვადასხვა სახის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

დღეს გორის საკრებულოს სხდომა გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები