ლაგოდეხის საკრებულოში მეხუთე კომისია შეიქმნა

158

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეხუთე – ეკონომიკისა და და ქონების მართვის საკითხთა კომისია შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარედ დეპუტატებმა საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ომარ მირზოშვილი აირჩიეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

საკრებულოს აპარატის უფროსის, გიორგი მესხიშვილის თქმით, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას 29 დეპუტატი ესწრებოდა, საიდანაც მის კანდიდატურას 16-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

“საკრებულოში 31 წევრია, საიადანაც სხდომას 29 წევრი ესწრებოდა. 16-მა მათგანმა მხარი დაუჭირა ეკონომიკისა და და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ომარ მირზოშვილის არჩევას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი”, – თქვა გიორგი მესხიშვილმა.