თბილისის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობა “ისლამურ სახელმწიფოს” შეადარა

170

თბილისის საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშია, რომლის შესახებაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განცხადებები გააკეთა. კერძოდ მან თქვა, რომ ორგნიზაციათვითმმართველობის მდგომარეობას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, თვითმმართველობის სისუსტეზე მიუთითებს ისიც, რომ საკრებულოს ფრაქციების წინაშე ანგარიშვალდებული მერიის თანამდებობის პირები საკრებულოში ოპოზიციურ პარტიასთან არ მიდიან. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მას დეპუტატმა ქართლი ოცნებიდან ვახტანგ შაქარიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოსდის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ადამიანების უფლებების დაცვაზე რომ დაიწყოს მუშაობა.

ამ კომენტარს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა: „სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თავს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოში ჩატაევი შემოიყვანა და აქ აცხოვრებდა”, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

მის განცხადებას კი უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უპასუხა: „სენსიტიურ თემას შეეხე, ჩატაევს, შემოდი ჩემთან ოთახში და მოგიყვები, როგორ მოხვდა საქართველოში “, – მიმართა დავითულიანმა ნადირაძეს.

სხდომაზე ხმაური გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის განცხადებამაც.