აჭარაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

679

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპენსაცია რომელიც წლების წინ აიღეს, ინვესტორმა გადაუხადა და არა ხელისუფლებამ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

დევნილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ, ორ კვირაში საპროტესტო აქციას ქუთაისში პარლამენტთან, მოგვიანებით კი დედაქალაქში გამართავენ. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.