გორის საკრებულო სხდომაზე 40 საკითხს განიხილავს

587

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები დღეს 40 საკითხს განიხილავენ. საკითხებს შორის მანამდე მიღებულ დადგენილებებში ცვლილელების შეტანაა, ასევე, ახალი ფრაქციის შექმნის, სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილელების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების; პარკირების ადგილების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის; ქონების გადასახადის საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილების შეტანის და ა.შ. საკითხებია. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

რაც შეეხება ანგარიშებს, მერია 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს. ანგარიშებს ასევე წარადგენენ მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ები: კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის; მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის; კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი უფრო ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.