ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სოფლის სახლში საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა განთავსდება

679

სოფელ სვირში სოფლის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება. მასში საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა განთავსდება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამი სოფლის – სვირის, ბოგისა და ტატანისის აღსაზრდელებს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სულ მალე კი სამ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს საშუალება ექნებათ, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ და სკოლაში მისვლამდე საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლონ.

მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.