ასპინძაში სტიქიით დაზარალებული ოთხი ოჯახისთვის 2 000 ლარი გამოიყო

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა დაითვალა. თვითმმართველობა ადგილობრივებს 2 000 ლარის ღირებულების თუნუქის მასალით დაეხმარება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„ჩვენ მათ თუნუქის სახურავებს ვაძლევთ, მასალას მიყენებული ზარალის ოდენობის შესაბამისად ღებულობენ“, – თქვა ასპინძის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ალელიშვილი.

24 მარტს ძლიერმა ქარმა სოფელ ნაქალაქევში ორ, ხოლო აწყვიტასა და დაბა ასპინძაში თითო საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. იმავე დღეს ცნობილი თვითმმართველობისთვის, მხოლოდ აწყვიტაში დაზარალებული ტატურაშვილების შესახებ იყო. დანარჩენმა სამმა ოჯახმა კი განცხადებით მერიას მოგვიანებით მიმართა. ზარალის დამთვლელმა კომისიამ ოთხივე ოჯახში მიყენებული ზიანი დაითვალა და აღწერა.

მსგავსი სიახლეები