გარდაბნის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს თემაზე „პროფესიები გენდერული როლების გარეშე“

1057

გარდაბნის მუნიციპალიტეტი  კონკურსს აცხადებს და მოუწოდებს მოსახლეობას გაგზავნონ ნამუშევრები თემაზე „პროფესიები გენდერული როლების გარეშე“,

გამარჯვებულს გადაეცემა საჩუქარი.

გამარჯვებული გამოვლინდება ორ კატეგორიაში: 1. ფოტონამუშევარი. 2. ესსე – არამხატვრული.

კატეგორიაში „საუკეთესო ფოტონამუშევარი“ გამარჯვებული „ფეისბუქ მოწონებების“ საშუალებით გამოვლინდება, ხოლო საუკეთესო ესსეს ავტორს ჟიური გამოავლენს.

გარდა ფასიანი საჩუქრებისა, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ფოტონამუშევარი, ქალაქ გარდაბანში ერთ-ერთ ლოკაციაზე მოიხატება, ხოლო საუკეთესო ესსეს მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის საშუალებით ყველა წაიკითხავს.

ნამუშევრები მიიღება 13 აპრილიდან 26 აპრილამდე იწარმოებს.

ნამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე gendercouncil@gardabani.gov.ge.

კონკურსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ტარდება.

აღნიშნული კონკურსის შესახებ ფეისბუქზე შექმნილია ღონისძიება.