ზღვის სანაპირომდე მისასვლელი გზის შშმ პირებზე ადაპტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

733

ტურისტული სეზონის დაწყებამდე ზღვაზე გასასვლელი ბილიკები მოწესრიგდება – ბილიკები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ბათუმის ბულვარმა სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

სამუშაოები 15 მაისამდე უნდა დასრულდეს. ბულვარის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, იგეგმება საშხაპეებისა და გასახდელების დამატებაც.