ზუგდიდის ბულვარში დეკორატიული მცენარეები ირგვება

1000

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაზონებისა და სკვერების დეკორატიულ-გამწვანებითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,გრინსერვის+” ასრულებს.

ჯამში 9000 დეკორატიული ყვავილი დაირგვება. გამწვანების სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

“ლაივპრესის” ცნობით, ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ ატარებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს ჯამური ღირებულება 789 970,49 ლარია.

პროექტით დაგეგმილია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება. არხის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, ასევე პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება.