პროექტი “გაიცანი რაჭა უფრო კარგად“ იწყება

1995

რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, იწყება ახალი პროექტი ,,გაიცანი რაჭა უფრო კარგად”. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მცირე ტურები, გაიმართება ღონისძიებები, განთავსდება საინტერესო ინფორმაციები, ფოტო და ვიდეო მასალა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო ადამიანები და სხვა.

პროექტის მიზანია რაჭის ცნობადობის გაზრდა და თითოეული სოფლის პოპულარიზაცია, რაც გამოიწვევს დამთვალიერებელთა მეტ ინტერესს და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას.