ხობში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხიდი აღადგინეს

664

წინა სტატია

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხიდის რეკონსტრუქცია დასრულდა. ხობის მერიის ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და გადაწყდა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ სამ ოჯახს თანხა გადაერიცხოს. მათ სახლებს ქარმა სახურავი ნაწილობრივ დაუზიანა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ამასთან, ხობის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.

ხობის მუნიციპალიტეტი ძლიერმა ქარმა 10 აპრილს დააზარალა.