ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

716

ბათუმში ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კეთდება სიონისა და შაშიკაშვილის ქუჩების, ასევე ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხის გზა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

როგორც ბათუმის მერია ინფორმაციაში წერს, სამუშაოები 1 მარტს დაიწყო და 27 სექტემბრამდე, წინსწრებით, დასრულდება. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტის დაგების სამუშაოები. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, გარე განათების ბოძები და სანიაღვრე ჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 384 ათასი ლარი გამოიყო.