„ქობულეთის წყალსა“ და „ტრანსრეგულირებას“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

527

შპს „ქობულეთის წყალსა“ და „ტრანსრეგულირებას“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. შპს „ქობულეთის წყალს“ ჯემალ მეგრელიძე, ხოლო შპს „ტრანსრეგულირებას“ მერაბ პაპუნაიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ახლადდანიშნული დირექტორები, ჯერ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ხოლო შემდეგ შპს-ების თანამშრომლებს წარუდგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ შპს-ების ახალი ხელმძღვანელები. ნდობას ვუცხადებ მათ, ვაბარებ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო სფეროებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის, ამიერიდან მათ უნდა იზრუნონ რომ ჩვენმა მოსახლეობამ ეკოლოგიურად სუფთა წყალი დალიოს და კომფორტულად გადაადგილდნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ისინი გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით. ვფიქრობ დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევენ“ – განაცხადა მერმა თავის მიმართვაში.

როგორც  ჯუმბერ ჭყონია და ოთარ ზოიძე ამბობენ, მათ თანამდებობები პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს.