გურჯაანში შუქნიშნები დამონტაჟდება

1151

ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები დამონტაჟდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, დაახლოებით ორ თვეში, შუქნიშნები ქალაქის ოთხ ქუჩაზე განთავსდება, რისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

არჩილ ხანდამაშვილი ვერ აკონკრეტებს ამ მიმართულებით რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება.

“ვფიქრობთ, რომ შუქნიშნებმა ავტომობილების მოძრაობა დაარეგულიროს ბაზრისა და რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ბავშვები ძალიან ხშირად მოძრაობენ. შუქნიშნების დამონტაჟება საგზაო მოძრაობას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – თქვა არჩილ ხანდამაშვილმა.