დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება

597

თბილისის საკრებულოში დღეს  თბილისის მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. დეპუტატები ასევე 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსაც მოისმენენ.

საკრებულოს სხდომაზე 10 საკითხი უნდა განიხილონ. დედაქალაქის მთავარ სათათბიროში სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული, მანამდე კი ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართება.