აჭარისწყალი-კირნათის საავტომობილო გზა კეთდება

724

ხელვაჩაურში აჭარისწყალი-კირნათის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზაზე რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით მიმდინარეობს. მთლიანობაში, ამ  მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის  საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე. სამუშაოებისთვის ‎1 904 585 ლარია გამოყოფილი.