უნდა ჰქონდეს თუ არა ზუგდიდს პანთეონი, რას ფიქრობენ მოქალაქეები. ვიდეო

735

წინა სტატია

სტატიის გრგძელება

უნდა იყოს თუ არა ზუგდიდში პანთეონი, ამ საკითხზე მსჯელობა ზუგდიდის საკრებულოში გაგრძელდება. ოპოზიცია პანთეონის წინააღმდეგია, ერთიანი პოზიცია არც უმრავლესობას აქვს. „ლაივპრესმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოსახლეობა გამოკითხა, რომელთა აზრიც ორად გაიყო.

ზუგდიდის საკრებულოში 10 აპრილს გამართულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ ის საკომისიო განხილვაზე დააბრუნეს. საუბარი შეეხება ჭითაწყარის სასაფლაოზე, 2 ათასი კვ.მ ტერიტორიისთვის პანთეონის სტატუსის მინიჭებას.