კონკურსი საუკეთესო იმერული ეზოს მოსაწყობად – თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარის ინიციატივა

1683

ორიგინალურად მოწყობილი, ამასთანავე  ტრადიციული და შემოქმედებითი  – ამ მოთხოვნებით ყველაზე ლამაზ იმერულ ეზოს კონკურსის გზით გამოავლენენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

კონკურსი თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩატარდება, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მკვიდრს შეეძლება.

“თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით, იწყება ეს კონკურსი, ყურადღება მიექცევა იმას თუ რამდენად საინტერესოდ იქნება დანახული იმერული ეზო, თავისი ტრადიციული ხასიათით, ასევე მოეწყობა ლამაზად და შემოქმედებითად”,  – ამბობს თერჯოლის  მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე.

მისივე ინფორმაციით, კონკურსი 30 მაისს დასრულდება, ხოლო გამარჯვებულს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს.

საუკეთესო იმერული ეზოს ავტორი ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. თერჯოლის მერიაში განმარტავენ, რომ  ფულადი საჩუქარი, შესაძლოა, 2 000 ლარი იყოს.