გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

754

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სამუშაოები 21 თებერვალს დაიწყო და 10 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 ათას ლარს შეადგენს.

სომხეთში რეგისტრირებული კომპანია ,,შაჰარტი”, პროექტის ფარგლებში, სოფელ უფლისციხის გაზიფიცირებასაც აწარმოებს, სადაც ასევე მეორე ჯგუფი მუშაობს.