გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 91 მილიონი დაიხარჯა

638

სამეგრელოს რეგიონში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს დახარჯულმა თანხამ 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ასაჯაროებს დეტალურ ანგარიშს, თუ რა თანხები დაიხარჯა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ცალ-ცალკე. მათ შორის ირკვევა, რომ გზების მშენებლობაზე, რომელმაც ჯამში 98 კილომეტრი შეადგინა, 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხიდების რეაბილიტაციაზე კი – 1 მილიონ ლარამდე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდებს რუხში, შამგონასა და ხურჩაში.