წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მწერების საწინააღმდეგო საბონიფიკაციო სამუშაოები დაიწყო

837

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მწერების საწინააღმდეგო საბონიფიკაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების დამუშავება–დეზინფექცია მწერების საწინააღმდეგოდ.

სამუშაოები ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ენტომოლოგის და ინსტრუქტორ –ბონიფიკატორის მიერ.

ზაფხულის პერიოდში წალენჯიხასა და ჯვარში დამატებით აყვანილ იქნა ორი სეზონური ბონიფიკატორი.

აღნიშნული სამუშაოები მწერების საწინააღმდეგო ინსექტიციდით მოამარაგა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. 

სამუშაოები დაიწყო ქალაქ წალენჯიხის ტერიტორიაზე და გაგრძელდება ქალაქ ჯვარში და ფოცხო–ეწერის ტერიტორიაზე. 

პირველი ეტაპის სამუშაოები ივნისის თვის ბოლოს დასრულდება.

დღეისათვის დამუშავებულია წალენჯიხის ტერიტორიაზე კვარაცხელიას, ტაბიძის, რუსთაველის და სალიას ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები.