ქალაქ სენაკში გარე განათების ბოძებზე დიოდური ნათურები მონტაჟდება

1511

ქალაქ სენაკში გარე განათების ბოძებზე დიოდური ნათურები მონტაჟდება. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, გარე განათების ბოძებზე მიმდინარეობს 150 ვატიანი ნათურების 50 ვატიანი დიოდური LED ნათურებით ჩანაცვლება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სამუშაოები გაგრძელდება ქალაქის მასშტაბით.

ამ ეტაპზე დამონტაჟდება 360 დიოდური ნათურა.

ნათურების ჩანაცვლების შემდეგ ქალაქი სენაკი  24 000 ლარის წლიურ ეკონომიას მიიღებს.

სამუშაოებს კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი აწარმოებს.