ახალციხის მუნიციპალიტეტში შპს „კეთილმოწყობის სამსახური” საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს

767

შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო.  ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებსი ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს:

  • საფეხმავლო ბილიკებზე სარეველა ბალახების ჰერბიციდებით დამუშავება;
  • პარკებში და წრიულებზე, მცენარეების აგრო-ტექნიკური სამუშაოები, კერძოდ: მათი გასხვლა, შემობარვა და მორწყვა;
  • გაზონებზე მწვანე საფარის გათიბვა;
  • ქუჩების გარეცხვა;