გორის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციის მნიშვნელობას განმარტავენ

547

წინა სტატია

გორის საკრებულოს 13 აპრილის სხდომაზე დეპუტატები კიდევ ერთი ფრაქციის შექმნაზე იმსჯელებენ. გაერთიანების შექმნას ამჯერად პატრიოტთა ალიანსის წევრი თამარ კოდოშვილი, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე დეპუტატი მერაბ მახარაშვილი და ქართული ოცნების სიის წევრი კახა ედიშერაშვილი აპირებენ. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

კიდევ ერთი ფრაქციის შექმნა ადგილობრივ ბიუჯეტს თვეში დამატებით 3 440 ლარი დაუჯდება.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” გორის საკრებულოში ყველაზე მრავალწევრიანი ფრაქციაა. აქ იდენტური პოლიტიკური ხედვის მქონე 26 დეპუტატია გაერთიანებული. მას მიხეილ გოგინაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც ამბობს, ფრაქციები, ადგილობრივი ხელისუფლების მაკონტროლებელი ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებენ.

გორის საკრებულოში მმართველი გუნდის მიერ შექმნილი კიდევ ერთი ფრაქციაა. “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე, თამარ მურალოვა ამბობს, რომ მის ფრაქციას მთავარი როლი ფინანსების განკარგვის კუთხით აქვს შესასრულებელი.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამი წევრითაა დაკომპლექტებული. მისი წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ძირითადად მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შემუშავებული ინიციატივების მერიაში შეტანაზე არიან ორიენტირებული.

წარმომადგენლობით ორგანოში არსებული ფრაქციების შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს წელიწადში 247 680 ლარი დაუჯდება.