ზუგდიდში მინისტადიონს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სახელი მიენიჭა

725

ზუგდიდში მესხიასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მინისტადიონს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დათა სოსელიას სახელი მიენიჭა.  ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვის საფუძველი მოსახლეობის ინიციატივა და წერილობით მომართვა გახდა.

„ამ ადამიანმა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას, სადაც 90-იან წლებში არაჯანსაღი ქმედებები ხდებოდა, მოახერხა და აუშენა ბავშვებს მინი სპორტული სტადიონი“, – განმარტა მან.

დათა სოსელია ზუგდიდის საკრებულოს 2000 წლის დასაწყისში თავმჯდომარეობდა.