ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 3 კომპანია იბრძვის

747

ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ერთმანეთს 3 კომპანია უპირისპირდება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

8,5 მილიონიანი ტენდერი ამ ეტაპზე შერჩევა/შეფასების სტადიაშია.

“დაგი+”, “საქმილსადენმშენი” და ამხანაგობა “გზები და ხიდები” – საკუთარი წინადადებები ტენდერში აღნიშნულმა კომპანიებმა წარადგინეს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.