შუახევის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზა მოეწყობა

506

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სოფელ ტომაშეთში, სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

ასევე, ბეტონის საფარი მოეწყობა იაკობაურის, შუბნის და წელათის შიდა სასოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთებზეც.