ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს სასწრაფო დახმარების სპეცმანქანები გადასცეს

817

ჯანდაცვის სამინისტრომ, ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების ცენტრს, ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. სპეცმანქანით გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც შესაძლებელია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ, სპეციალურად მაღალმთიან დასახლებებში ოპერირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მუნიციპალიტეტებში მანქანების გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ნინოწმინდის გარდა, სპეცმანქანა სხვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფესაც გადაეცეთ.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.