დღეიდან პარკირების ჯარიმები Tp.ge-ზე განთავსდება

2066

წინა სტატია

დღეიდან თბილისში, პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებგვერდზე Tp.ge-ზე იქნება შესაძებელი. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე აცხადებს, რომ ჯარიმების ოდენობა და პარკირების საშვების მოსაკრებლის ღირებულება უცვლელი რჩება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მისივე თქმით, სატრანსპორტო კომპანია “სიტი პარკის” თანამშრომლების ნაწილთან გააგრძელებს მუშაობას.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, “სიტი პარკში” 145-მდე თანამშრომელი იყო და აქედან მერიასთან თანამშრომლობის სურვილი 102-მა გამოთქვა. აქედან 10 ევაკუატორის მძღოლია, 102 კი კონტროლიორი.

დღეიდან “სიტი პარკი” თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტიდან გადის და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.