თბილისის მერია, 26 მაისთან დაკავშირებით, მეტრომანის სადღესასწაულო დიზაინის შექმნაზე კონკურსს აცხადებს

დედაქალაქის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია, 26 მაისთან დაკავშირებით, მეტრომანის სადღესასწაულო დიზაინის შექმნაზე კონკურსს აცხადებენ. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია და მან ესკიზი სატრანსპორტო კომპანიას 24 აპრილამდე უნდა წარუდგინოს.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის შემდეგ სპეციალური კომისია 10 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს, ხოლო 5 მაისს გამარჯვებული გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები