რუსთავში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები მოეწყობა

587

რუსთავის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით  სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები მოეწყობა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

ხელოვნური ბორცვების მონტაჟი, რუსთავის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან იგეგმება.  კერძოდ : ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე #12 საჯარო სკოლასთან, ქუთაისის ქუჩაზე #22 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მელიქიშვილის გამზირზე, #18 საჯარო სკოლასთან, #25 საბავშვო ბაღთან, ასევე მუმლაძისა და კიროვაკანის ქუჩებზე.

სამუშაოებისთვის რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

პროექტისთვის 22 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.