ლანჩხუთის საკრებულომ ახლადდაფუძნებული ა(ა)იპ-ების ბიუჯეტები დაამტკიცა

783

დღეს ლანჩხუთლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამართულ საკრებულოს რიგგარშე სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას, რომელიც ახალდაფუძნებული ა(ა)იპ-ებისთვის ბიუჯეტების დამტკიცებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მერიის საფინანსო-საბიოუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების” დაფინანსება 477 233 ლარით, ხოლო ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-სამუსიკო სკოლათა გაერთიანების” დაფინანსება 198 600 ლარით განისაზღვრა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების” რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნა ორი იურიდიული პირი – ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება” და ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება”.