ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

812

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხარაგაულის სოფელ ჩრდილში, კაოთის უბანში, გზის 1 300 მეტრიან მონაკვეთი, ხოლო  კოშკის უბანში, გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყობა.

გზის რეაბილიტაცია მაისის შუარიცხვებში დასრულდება.

პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდიდან საერთო ჯამში 323 500 ლარი დაიხარჯება.

ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ს შეადგენს.