თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა აქციას მართავს

1115

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა აქციას მართავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ადგილობრივები ერთი წლის წინ გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, 13 ჰექტრამდე ტერიტორია სახელმწიფომ ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ მოსახლეობამ არაფერი იცოდა.

აქციის მონაწილეები თანხის გადახდის სანაცვლოდ, მფლობელს ტერიტორიის სოფლისთვის გადაცემას სთავაზობენ.

„სხვა საძოვარი სოფელს არ გააჩნია. როგორც გავიგეთ, ამ ტერიტორიაზე სასტუმროების აშენენებას გეგმავენ და ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. მოვითხოვთ, შეჩერდეს სამუშაოები“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ვახტანგ დათულიშვილმა.