ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო შეიძლება გასხვისდეს

1230

მისი თქმით, ამ დრომდე არაა შექმნილი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ახალი შენობისთვის ხარჯებს დაითვლის და ინვენტარსაც შეიძენს. ასევე არაა კადრები გადამზადებული. ჭელიძე ეჭვობს, რომ კერძო კომპანიისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს და ის აქციებსაც აანონსებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი რესპუბლიკური საავადმყოფოს განსხვისება არ განიხლება. დავით სერგეენკოს თქმით, რეგიონის მთავრობასთან ერთად ერთობლივ სტრატეგიას შეიმუშავებენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში მაღალი ხარისხის მაგალითი.

კლინიკის ახალი შენობის მშენებლობა სავარაუდოდ ივნისში უნდა დასრულდეს. 5-სართულიანი შენიბაში მრავალ პროფილური საავადმყოფო მოეწყობა. სამედიცინო დაწესებულება იმავე მისამართზე ახალ დაწესებულებაში გადაინაცვლებს.

პარალელურად მიმდინარეობს ძველი შენობების დემონტაჟი. სამუშაოების დამკვეთი შპს “სტადიონია,” პროექტის ღირებულება 22 მილიონ 172 ათას 764 ლარია. მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა.