თვითმმართველობებს შავი ფერის ავტომობილის ყიდვა აეკრძალათ

833

„შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“ – წერია დოკუმენტში.

სამინისტროებმა მთავრობას ავტოპარკის განახლების გეგმა 25 აპრილამდე უნდა წარუდგინონ. 25 აპრილამდე ავტოპარკის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმაც.

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 15 მაისამდე განსაკარგავად უნდა გადასცენ მანქანები, რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დროა, საქართველოში შავი „ჯიპების“ ეპოქა დასრულდეს.