კასპის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს ანაზღაურება გაეზრდებათ

682

კასპის მუნიციპალიტეტის მერია სამუშაო პირობებს აუმჯობესებს.

საბავშო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები 25%-დან 30%-მდე გაეზრდებათ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა საბავშო ბაღების თანამშრომლებს, მათი ხელფასების ზრდასთან მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ გააცნო.

ეს ადამიანები ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მომავალ თაობას ზრდიან. მათ ყოველდღიურად უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა აქვთ და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ ყოველმხრივ ქონდეთ სამუშაო პირობები,” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ()იპ კასპის კეთილმოწყობი თანამშრომლების ხელფასების ზრდაც 25%-დან 40%-მდე განხორციელდა.მომატებულ ხელფასებს მიიღებენ მტვირთავები, მძღოლები და მეეზოვეებიადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე.