ტეზერთან მისასვლელი გზის გასაკეთებლად კომპანიამ ტენდერში 232 250 ლარი დააკლო

148

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 540 999 ლარი ჯდება. თუმცა, საწყისი ფასი 773 252 ლარი იყო. ინფორმაციას “შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ტენდერი ამხანაგობა ,,განთიადმა” მოიგო, რომელმაც საწყისს ფასს თითქმის 232 250 ლარი დააკლო.

“ამ ეტაპზე ხდება გზის დაპროფილება, რის შემდეგაც დაიწყება ქვიშა-ხრეშით მოსწორება, ხოლო შემდეგ-ასფალტის დაგება.” – აცხადებენ ხაშურის მერიაში. გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზერის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის მოსახლეობა ისარგებლებს.

მერის პირველი მოადგილის ზვიად ქურდაძის განცხადებით, სამუშაოები გაზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება და 2000 – მდე ადგილობრივ მაცხოვრებელი და სტუმარი კმაყოფილი იქნება.