როგორ დამალეს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დანგრეული შენობები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სახელმწიფოს კუთვნილ ძველ შენობებს, ბადეები უკვე ჩამოაფარეს. ამსახველ ფოტოებს და ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიის განცხადებით, უსახური შენობები ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი. ანალოგიური სახის ღონისძიებებს ქარელისა და გორის მერებიც განახორციელებენ.

,,ჩვენმა მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო ამ ღონისძიებების გატარება. სოფელ ახალქალაქში უკვე ჩამოვაფარეთ უსახურ შენობებს ბადეები,” – აცხადებს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ბადეებს ჩამოაფარებენ სოფელ უფლისციხეში საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის შენობებს, ხოლო ქარელის რაიონში – რუისის კულტურის სახლს. რუისის კულტურის სახლი ავტობაის გასწვრივ მდებარეობს.

უსახურ შენობებზე ბადეების ჩამოფარების გადაწყვეტილება შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები