ბათუმში რეაბილიტაციის შემდეგ ახალი ბაღი გაიხსნა

591

ბათუმში სვიშევსკის ქუჩაზე №19 საბავშვო ბაღი კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში გამოიცვალა:

  • შენობის სახურავი და მეტალოპლასტმასის ფანჯრები
  • დამუშავდა, შეიღება და მოიხატა კედლები და ფასადი
  • მოპირკეთდა იატაკი
  • მოეწყო დამხმარე ნაგებობა, სანიაღვრე ქსელი და კორდი
  • დაიგო ბეტონის ფილები ბაღის ეზოში
  • დამონტაჟდა გარე განათება
  • აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით

საბავშვო ბაღში 7 ჯგუფი განთავსდა, რომელიც 245 აღსაზრდელზეა გათვლილი.

პროექტის ღირებულება 694 ათას 330 ლარია.

პარალელურად, ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.