ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

807

ქობულეთში, მერიის შენობასთან შეკრებილი სანიტარული დასუფთავების სამსახურის 118 თანამშრომელი კვარტალურ პრემიას ითხოვს.მათი თქმით, პრემია შრომით ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული და თანხის მიღებამდე ქალაქს არ დაასუფთავებენ. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა და განუმარტა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში პრემიის თანხა გათვალისწინებული არ არის.

“ბიუჯეტში პრემიის თანხა ვერ იქნებოდა წელს გათვალისწინებული, ვმუშაობთ, რომ ხელფასის რაოდენობა გავზარდოთ”-უთხრა აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

მერის განმარტებამ მეეზოვეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი მუშაობის განახლებას არ აპირებენ.