ბორჯომში რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

673

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა. სოფელ ტაძრისის სრულად გარემონტებული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლემა მოინახულეს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეიღება შენობის გარეფასადი.

ბორჯომის მერიის ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯით, სამზარეულო ტექნიკით, ჭურჭელით, აუდიო-ვიდეო აპარატურით, სათამაშოებითა და წიგნებით მომარაგდა. აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მე-8, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარემონტდა. განახლებული საბავშვო ბაღი სამი სოფლის საკირის, ტაძრისისა და დგვარის 80 აღსაზრდელს მოემსახურება. სოფელ ტაძრისის საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ოთახების ავეჯითა და ინვენტარით მომარაგებისათვის ჯამურად 170 000 ლარი დაიხარჯა