გორის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემები იწმინდება

542

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში რწყვის სეზონის მოახლობასთან დაკავშირებით, სამელიორაციო სისტემის გაწმენდვით სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

არხი რომელიც 4 წელია არ გაწმენდილა, 1000 მეტრზე მეტი სიგრძისაა და 50 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო ფართობს რწყავს.

მიმდინარე სამუშაობი რამდენიმე დღეში დასრულდება.

ასევე, ქალაქის მასშტაბით არსებულ გაზონებსა და სკვერებში ითიბება ბალახი, ბერბუკში ირგვება ჯანმრთელი და იჭრება გამხმარი ხეები.

აღნიშნული მუნიციპალური ა(ა)იპ ქალაქის ქუჩების დასუფთავებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზეა პასუხისმგებელი.